ინგლისის პრემიერლიგისმე-14 ტურში „ლივერპულმა“ „სანდერლენდი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზედიზედ მეორე მატჩი თადარიგში იყო და არ უთამაშია. უგოლო პირველი ტაიმის მერე, სტუმრები 67-ე წუთზე ტალბიმ დააწინაურა. 81-ე წუთზე „სანდერლენდის“ მცველმა მუკიელემ ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გათანაბრდა.
მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ 22 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





