კაშია „სლოვანს“ გოლით დაეხმარა

0
23

გურამ კაშია ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში კონფერენს ლიგის ფაზაში მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში სლოვაკეთის მოქმედმა ჩემპიონმა შინ ესპანეთის „რაიო ვალეკანო“ 2:1 დაამარცხა და მასპინძლების წარმატებაში თავისი დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეიტანა.
სტუმრები 24-ე წუთზე ფრან პერესმა დააწინაურა. 49-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს მაკმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ერთ მცველს გაექცა, რის შემდეგ პასი კაშიას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა. 52-ე წუთზე ესპანელთა კარი ირაჯანგმა აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
„სლოვანმა“ მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო და 3 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 30-ე ადგილზეა. ბრატისლაველები კონფერენს ლიგაში მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს ალბანეთში „შკენდიასთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი