სვანაძემ ნოემბრის მატჩებისთვის ოთხ დებიუტანტს უხმო

0
10

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, საბერძნეთთან და გერმანიასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთს 14 ნოემბერს ათენში დაუპირისპირდება, ხოლო გერმანიას 18 ნოემბერს უმასპინძლებს.
აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21-წლამდე ნაკრებს 4 ახალწვეული შეუერთდება – პაპუნა ბერუაშვილი, გიორგი გვასალია, ოთარ ჩოჩია, დიმიტრი ღურწკაია ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული).
14 ნოემბერი – საბერძნეთი V საქართველო | 19:00
18 ნოემბერი – საქართველო V გერმანია | 21:00 – ბილეთები
მომავალი მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი