ქოჩორაშვილი „იუვენტუსთან“ არ ათამაშეს

0
7

გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგში“ ისევ არ ათამაშეს. ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში პორტუგალიის ჩემპიონი სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე წუთიც არ გაუტარებია.
სტუმრებიდან ანგარიში მე-12 წუთზე არაუხომ გახსნა, როდესაც საჯარიმოში მარფცხნიდან შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 34-ე წუთზე ვლახოვიჩმა გაიტანა. „სპორტინგი“ 7 ქულით ლიგის ფაზის 36 გუნდში მე-10 ადგილზეა. ლისაბონელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს შინ „ბრიუგესთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი