მამარდაშვილმა „რეალთან“ მოიგო

0
8

„ლივერპულმა“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში მადრიდის „რეალს“უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლები გოლის გაშვებას გადაარჩინა, როდესაც საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბელინგემის სახიფათოდ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.
„ლივერპულიდან“ თავი 61-ე წუთზე მაკალისტერმა გამოიჩინა – სობოსლაის შესრულებული ჯარიმის შემდეგ საჯარიმოშო მყოფმა ბურთს მიმართულება თავით შეუცვალა.  დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ლივერპული“ 9 ქულით ლიგის ფაზის 36 გუნდს შორის მეექვსეა. მერსისაიდელები მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაში 27 ნოემბერს შინ პსვ-სთან ჩაატარებენ. ცნობისთვის, “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგაში “რეალს” 5-ჯერ ისე მოუგო, რომ გოლი არ გაუშვია, რაც სხვა გუნდებმა ჯერ ვერ მოახერხეს.
ლაშა თაბაგარი