სპალეტი: „ილდიზი კვარას მაგონებს“

0
12

ტურინის „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეთის თქმით, თურქეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერ ქენან ილდიზი ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგონებს.
„ის თავისი ზოგიერთი ტექნიკური თვისებებით კვარას და დი ნატალეს მაგონებს. იგი იმ მოთამაშეთა კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ვარჯიშისა და თამაშის დროს დაუჯერებელ შედეგს აჩვენებენ“ – იუწყება სპალეტის ნათქვამს იტალიური მედია.
20 წლის ილდიზი „იუვენტუსის“ პირველ გუნდში 2023 წლიდან გამოდიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 96 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი