ანჩელოტიმ ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
4

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნოემბერში გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ბენტუ (ალ-ნასრი), ედერსონი (ფენერბაჰჩე), უგო სოუზა (კორინთიანსი).
მცველები: ალექს სანდრო (ფლამენგო), კაიო ენრიკე (მონაკო), დანილო (ფლამენგო), ედერ მილიტაო (რეალი), ფაბრისიო ბრუნო (კრუზეირო), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), ლუსიანო ჟუბა (ბაია), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი), პაულო ენრიკე (ვასკო და გამა), ვესლი (რომა).
ნახევარმცველები: ანდრეი სანტოსი (ჩელსი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), კაზემირო (მანჩესტერი), ფაბინიო (ალ-იტიჰადი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი).
თავდამსხმელები: ესტევაო (ჩელსი), ჟოაო პედრო (ჩელსი), ლუის ენრიკე (ზენიტი), მათეუშ კუნია (მანჩესტერი), რიშარლისონი (ტოტენჰემი), როდრიგო (რეალი), ვინისიუსი (რეალი), ვიტორ როკე (პალმეირასი).
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები 15 ნოემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში სენეგალთან ითამაშებენ, ხოლო 18 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ლილში ტუნისს შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი