აბუაშვილის პირველი გოლი საფრანგეთში

0
5

გიორგი აბუაშვილმა „მეცის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-11 ტურში მეცელები სტუმრად „ნანტს“ შეხვდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ოთხ წუთში მასპინძლების მცველის დაუდევრობით ისარგებლა, რომელმაც ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს ჩააბარა და ცარიელი კარი აიღო – 1:0. აბუაშვილი „მეცში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და თავის გამოსაჩენად 8 შეხვედრა დასჭირდა. სტუმრებიდან მეორე ბურთი 89-ე წუთზე დიალომ გაიტანა. „მეცის“ სასტარტოში მორიგი მატჩი ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა ჩაატარა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს.
„მეცმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი