19-წლამდელებმა შესარჩევი გიბრალტართან გამარჯვებით დაასრულეს

0
7

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 20206 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ერთადერთი გამარჯვებით დაასრულეს. მე-6 ჯგუფის ბოლო ტურში ვასილ მაისურაძის შეგირდებმა გიბრალტარს 1:0 აჯობეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენი გუნდიდან გამარჯვების გოლი 53-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიტანა, რომელიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. საქართველოს ნაკრებმა თამაში 8 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან 91-ე წუთზე დოლტმურზიევი გააძევეს, 92-ეზე ანრი ძნელაძე და ლაშა ხუციშვილი. თავის მხრივ, 91-ე წუთზე გიბრალტარის ორმა მოთამაშემ მიიღო წითელი. ამის მიზეზი ფეხბურთელებს შორის მომხდარი ჩხუბია.
მანამდე, ქართველი 19-წლამდელები ჯერ მასპინძელ ხორვატიასთან 0:2 დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ სერბეთთან – 1:3. საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და ელიტ რაუნდში ვერ გავიდა. ხორვატიამ ბოლო ტურში სერბეთს 3:1 აჯობა და პირველ პოზიციაზე გავიდა, ხოლო სერბეთი 6 ქულით მეორეა. გიბრალტარს ქულა არ აუღია.
ლაშა თაბაგარი