გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-9 ტურში ლიმასოლელებმა შინ „ჩლორაკა“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო სასტარტოში მყოფმა საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა 42-ე წუთზე პენალტიდან მასპინძლები წინ გაიყვანა. ქვილითაია 86-ე წუთზე შეცვალეს. 32 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში თასზე ჩატარებულ ერთ შეხვედრაში ამდენივე გოლი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა. „არისი“ 20 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში პირველია.
ლაშა თაბაგარი





