„პუმასმა“ არონ რემზისთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შესახებ ESPN Mexico იუწყება. უელსის ეროვნული ნაკრების 34 წლის ნახევარმცველი მექსიკურ კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 6 მატჩი ჩაატარა. მან სექტემბერში მუხლის მყესის ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად, რეაბილიტაციის პროცესს გადის.
მან გასული სეზონი მშობლიურ „კარდიფში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა. რემზი კარდიფში“ 2006-2008 წლებშიც გამოდიოდა და შემდეგ ლონდონის „არსენალს“ მიაშურა, სადაც 2008-2019 წლებში თამაშობდა. კარიერის განმავლობაში უელსელი ასევე „ნოტინგემ ფორესტის“, „იუვენტუსის“ და „გლაზგო რეინჯერსის“ ღირსებას იცავდა.
მან თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის რიგებში 86-ჯერ ითამაშა და 21 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





