ბრენდან როჯერსმა გლაზგოს „სელტიკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ შოტლანდიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ჩრდილოეთ ირლანდიელი სპეციალისტი „სელტიკის“ თავკაცად მეორედ 2023 წელს დაინიშნა. მან განვლილ პერიოდში გუნდს ორ-ორჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა.
მანამდე, ის გლაზგოელებს 2016-2019 წლებში ავარჯიშებდა და ქვეყნის ჩემპიონატთან ერთად თასზე ორ-ორჯერ გაიმარჯვა, ხოლო სუპერთასზე – სამჯერ. გარდა ამისა, 52 წლის როჯერსი სამწვრთნელო კარიერაში „უოტფორდს“, „რედინგს“, „სუონსის“ და „ლივერპულს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი




