ლობჯანიძემ თავის გუნდს ქულა გადაურჩინა

0
9

ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც „ჟენისში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. 25-ე ტურში „ჟენისი“ სტუმრად „ატირაუს“ შეხვდა და საქართველოს ეროვნული გუნდის ექსთავდამსხმელის წყალობით ქულა აიღო -1:1.
ლობჯანიძე თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო და ათ წუთში საჯარიმოში მყოფმა მარცხენა ფეხით ბურთი „ცხრიანში“ გაგზავნა. ის „ჟენისს“ სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.“ჟენისი“ 35 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი