მბაპე საფრანგეთის ნაკრებს გამოაკლდა

0
10

კილიან მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დატოვა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსასხურის ინფორმაციით, გუნდის კაპიტანი კოჭის ტრავმის გამო მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ისლანდიასთან ჩასატარებელ მატჩს გამოტოვებს.
26 წლის ფეხბურთელმა ტრავმა აზერბაიჯანთან 3:0 მოგებულ თამაშში მიიღო, რომელშიც გოლი გაიტანა და 83-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე შესარჩევში ეროვნულ გუნდში გამართულ სამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
მან საფრანგეთის ნაკრებში 53 გოლი მიითვალა და ოთხი ბურთით ჩამორჩება ოლივიე ჟირუს, რომელიც „სამფეროვანთა“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ცნობისთვის, ამ სეზონში მბაპემ კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ ათ შეხვედრაში გაიტანა.
ლაშა თაბაგარი