დავით სხირტლაძე კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტ „გარეჯში“ განაგრძობს. ამის შესახებ საგარეჯოელთა პრესსამსახური იუწყება.
მან მიმდინარე სეზონი თბილისის „იბერიაში“ დაიწყო, სადაც 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
32 წლის სხირტლაძემ კარიერის დიდი ნაწილი დანიის „ორჰუსში“ გაატარა. ასევე, დანიის „სილკებორგში“, სლოვაკეთის „სპარტაკ ტრნავაში“, ლატვიის „რიგაში“, პოლონურ „არკაში“ , დანიის „ვიბორგში“, თბილისის „დინამოში“ და თურქეთის „ქოჯაელისფორში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





