ბულგარეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან სტუმრად 0:3 წაგების შემდეგ, ილიან ილიევი დაკავებული თანმდებობიდან დაითხოვეს. მანამდე, ბულგარელებმა შინ ესპანეთთან 0:3 წააგეს.
ილიევი ბულგარელებს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა. მის შემცვლელს ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი უახლოეს პერიოდში დაასახელებს.
ლაშა თაბაგარი





