გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერ თბილისის „იბერიასთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილმა გუნდმა მე-20 ტურში სტუმრად „გაგრა“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
„დილადან“ ერთადერთი გოლი ფრანგმა ლეგიონერმა ჟან-მარკ ტიბუემ გაიტანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი შოთა შეყილაძის პასი გამოიყენა.
„დილას“ 44 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო გიორგი ონიანის თავკაცობით „გაგრამ“ 20 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
გაგრა 0:1 დილა
ლაშა თაბაგარი





