შენგელიამ „ალკმაართან“ გაიტანა

0
30

ლევან შეგელიამ თავი ნიდერლანდების „ალკმაართან“ ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა. კრეტას ოფი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, საბერძნეთში ახალი სეზონი დაწყებამდე ნიდერლანდელებს დაუზავდა – 2:2.
შენგელია სასტარტო შემადგნელობაში იყო და გოლი 21-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ, კარის წინ მდგომმა ბურთს მიმართულება შეუცვალა – 2:0. ნიდერლანდელებმა ერთი ბურთი 57-ე წუთზე გაქვითეს, ხოლო 81-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს.
ლაშა თაბაგარი