კვერნაძის მეორე გოლი ზაფხულის სპარინგებში

0
17

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. სერია B-ს ბინადარი ფროზინონელები ამხანაგურ მატჩში სერია D-ს წარმომადგენელ „რიეტის“ შეხვდნენ და 2:0 აჯობეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო. მან ამ ზაფხულში ამხანაგურ შეხვედრებში თავი მეორე გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი