ბერიძის პირველი და ძალიან ეფექტური გოლი სეზონში

0
19

გიორგი ბერიძემ „უიპეშტის“ მაისურით მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.
მე-2 ტურში „უიპეშტი“ სტუმრად „დიორს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდი მე-40 წუთზე კაცნაკლული თამაშობდა, რადგან ფეხბურთელი გაუძევეს.
ბერიძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 89-ე წუთზე  მასპინძლების ნახევარზე მყოფმა დაახლოებით 30 მეტრიდან, თან მახვილი კუთხიდან ბურთი შორეულ „ცხრიანში“ ჩასვა – 0:1. „დიორმა“ ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაათანაბრა.
ლაშა თაბაგარი