„შახტარში“ გოჩოლეიშვილს მცირე დრო დაუთმეს, აზაროვი თადარიგში

0
8

დონეცკის „შახტარმა“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი გამოდიან, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად თურქეთის „ბეშიქთაშთან“ ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველებიდან სასტარტო შემადგენლობაში არცერთი იყო და მხოლოდ გოჩოლეიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. აზაროვს მხოლოდ თადარიგში ყოფნა აკმარეს.
„შახტარი“ მე-7 წუთზე ალისონმა დააწინაურა, ხოლო 28-ე წუთზე ეგუინალდიმ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მე-40 წუთზე ტეო აბრაჰამმა ერთი ბურთი გაქვითა. 67-ე წუთზე უკრაინული გუნდიდან თავი კევინმა გამოიჩინა. 87-ე წუთზე მასპინძლებიდან გოლი ჟოაი მარიუმ გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე კევინმა საბოლოო წერტილი დასვა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს შედგება.
ლაშა თაბაგარი