გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ტრნავის „სპარტაკში“ გააგრძელებს. ამის შესახებ სლოვაკური კლუბის პრესსამსახური იუწყება. მან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის პირველი ფოთის „კოლხეთში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
მანამდე, 23 წლის მოისწრაფიშვილი „თელავში“, თბილისის „დინამოში“ და ბელგიის რანგით მეორე ლიგის „ბევერენში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი
