გრიგოლ ჩაბრაძემ ირანის “ზობ აჰანი” დატოვა და კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. ის ირანში გადაბარგებამდე თბილისის “იბერიაში”, “თელავში” და ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა.
მან “იბერიასთან” ერთად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. გარდა ამისა, ბათუმის “დინამოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა, ხოლო ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.
29 წლის ჩაბრაძეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში 9-ჯერ უთამაშია.
შეგახენებთ, რომ “დილა” უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის “რასინგ უნიონს” ეთამაშება.
ლაშა თაბაგარი





