პსჟ „ბოტაფოგოსთან“ დამარცხდა – კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა

0
9

პსჟ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში B ჯგუფში მეორე შეხვედრა წააგო.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის და კოპა ლიბერტადორესის მფლობელ ბრაზილიის „ბოტაფოგოს“ დაპირისპირების ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 36-ე წუთზე ბრაზილიელთა იშვიათი კონტრშეტევის დროს იგორ ჟესუსმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ფეხში პსჟ-ს მცველ პაჩოს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განვლილი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და თავის გუნდში ყველაზე აქტიური იყო. მან მარცხენა ფლანგზე ვითარება არაერთხელ გაამწვავა და ბრაზილიელ მცველებს ჯარიმაც ბევრჯერ “აჰკიდა”. „ბოტაფოგო“ 6 ქულით ჯგუფში გალიდერდა, ხოლო პსჟ 3 ქულით მეორე პოზიციაზეა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ „სიეტლ საუნდერსი“ 3:1 დაამარცხა.
კვარაცხელიას გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ბოლო თამაშს 23 ივნისს „სიეტლ საუნდერსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი