საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის „იბერია“ სეზონის მეორე ნახევრისთვის ბულგარეთში ემზადება.
მოქმედი ჩემპიონი ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 18 ივნისს ალბანეთის „ეგნატიასთან“, ხოლო 21 ივნისს კოსოვოს „მალიშევთან“.
„იბერიამ“ მიმდინარე სეზონში ორი წრე დაუმარცხებლად განვლო და საერთო ჯამში თბილისელებს გასული წლის 18 სექტემბრის შემდეგ არ წაუგია.
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასზე კორღალიძის გაწვრთნილები 26 ივნისს დავით პეტრიაშვილი სახელობის სტადიონზე ნახევარფინალში გორის „დილას“ დაუპირისპირდებიან. ცნობისთვის, 27 ივნისს იმავე არენაზე მეორე ნახევარფინალში საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება.
სუპერთასზე მესამე ადგილისთვის მატჩი 1 ივლისს გაიმართება, ხოლო სუპერთასის ფინალური შეხვედრა 2 ივლისს შედგება.
ლაშა თაბაგარი





