საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან ნიკა კვეკვესკირს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. 33 წლის ფეხბურთელს უნგრეთის „ნირედჰაზასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.
ის უნგრულ კლუბში შარშან სექტემბერში ჩაირიცხა და ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
კვეკვესკირი კარიერის განმავლობაში „ნირედჰაზას“ გარდა, გარდა, ზუგდიდის “ბაიაში”, თბილისის “დინამოში”, “ცხინვალში”, გორის “დილაში”, აზერბაიჯანის ბაქოს “ინტერში” და “გაბალაში”, ყაზახეთის “ტობოლში” და პოზნანის „ლეხში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი
