კოკერილმა ივლისის ტესტ-მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
11

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ივლისის ტესტ-მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. რაგბის კავშირის პრესსამსახურის ინფრომაციით, კოკერილმა შემდეგი მორაგბეები შეარჩია:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: ნიკა აბულაძე („მონპელიე“), გიორგი ახლაძე („კლერმონი“), დავით აბდუშელიშვილი („შავი ლომი“), ვანო კარკაძე („ოიონა“), ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), ვახტანგ ჯინჭარაძე („მონტობანი“), ირაკლი აფციაური („ლიონი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), ბაჩუკი ჭუმბაძე („შავი ლომი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჯავახია („გრენობლი“), ლადო ჩაჩანიძე („მონ დე მარსანი“), გურამ ღანიაშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), გიორგი ცუცუქირიძე („შავი ლომი“), გიორგი სინაურიძე („აია“).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), მიხეილ ალანია („ორიაკი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), ლუკა მატკავა („კასტრი“), თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), შალვა აფციაური („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“), დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).
ტრავმების გამო ივლისის ტესტებს სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“), ბექა გორგაძე („პო“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“) და გიორგი შველიძე („ბრივი“) გამოტოვებენ.
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები თბილისში, ირლანდიასთან ჯახით 5 ივლისს გახსნიან. ტიერ1-ის მესამე გუნდს (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა, მასპინძლებს „მიხეილ მესხზე“ 21:00 საათზე შეერკინება.
ზაფხულში რიჩარდ კოკერილის შეგირდებს ორი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ირლანდიელებთან ჯახის შემდეგ ისინი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე „მბომბელას“ სტადიონზე წარსდგებიან.
ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. „სამყურებს“ პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო. 2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ)-ქულა მოიპოვა.
მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ვეთამაშეთ. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.
ლაშა თაბაგარი