პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტ მარტინესის თქმით, მისმა ფეხბურთელებმა ერთა ლიგის ფინალში ესპანეთთან მოგებულ შეხვედრაში წარმოუდგენელი ხასიათი გამოავლინეს.
„გამარჯვებით ძალიან ამაყი ვარ. ფინალები გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია და მოთმენა უნდა შეგეძლოს. ჩვენ გვჯეროდა და წარმოუდგენელი ხასიათი გამოვავლინეთ, როდესაც ესპანეთმა ორჯერ გაგვიტანა. თამაშის მსვლელობისას მოვუმატეთ და ვფიქრობ, ერთა ლიგაში გამარჯვება დავიმსახურეთ. მთავარი გუნდია და ის ფაქტია, რომ თუ რამდენად გულმოდგინედ შრომობენ ფეხბურთელები ყოველ დღე.
კაპიტანი ძალიან მნიშვნელოვანია – ადამიანი, რომესაც ჩვენი ფასეულობებისთვის აუცილებელი გამოცდილება აქვს. ესპანეთი ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ კაპიტნის გამოცდილება და ძალა გამოვიყენეთ, რითაც ვაჩვენეთ, რომე გამარჯვებისთვის მზად ვართ“ – იუწყება უეფას ვებგვერდი ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც პორტუგალიასთან ერთად პირველი ჯილდო მოიგო.
განვლილი შეხვედრის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პორტუგალიამ პენალტებში 5:3 გაიმარჯვა და ერთა ლიგა მეორედ მოიგო.
ლაშა თაბაგარი
