კრიშტიანუ რონალდუ: „პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი ამბიცია გვაქვს“

0
16

კრიშტიანუ რონალდუსთვის პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება რაღაც განსაკუთრებულია. მან ამის შესახებ ერთა ლიგის ფინალში ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მიხარია, რადგან ეს თაობა ტიტულის მოგებას იმსახურებდა. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გამარჯვება რაღაც განსაკუთრებულია. ბევრი ტიტული მაქვს, მაგრამ პორტუგალიის ნაკრების მაისურით მოგებას არაფერი შეედრება – ცრემლები და ვალის მოხდის გრძნობა.
პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი ამბიცია გვაქვს. ამ თაობის მოთამაშეების კაპიტნობა სიამაყის საბაბია. ტიტულის მოგება ყოველთვის ნაკრების მუშაობის მწვერვალია.
მომავალზე ხანმოკლე პერსპექტივაში უნდა იფიქრო. ტრავმა მქონდა და თამაში ძალიან რთული იყო. მე ბოლომდე ვიხარჯებოდი, რადგან ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გაიღო“ – იუწყება პორტუგალიური მედია 39 წლის რონალდუს ნათქვამს, რომელმაც ფინალში ანგარიში გაათანაბრა (2:2), ხოლო გამარჯვების შემდეგ ატირდა.
განვლილი შეხვედრის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პორტუგალიამ პენალტებში 5:3 გაიმარჯვა და ერთა ლიგა მეორედ მოიგო.
ლაშა თაბაგარი