გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მეკარე გიორგი ლორიას წასვლას გამოეხმაურა. 39 წლის ლორია სანაკრებო კარიერას დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებთან გასამართა ამხანაგურ შეხვედრაში დაასრულებს.
„მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. „ლორი“ ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდით მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.
მადლობა ყველაფრისთვის. ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე“- დაწერა ჩვენი ეროვნული გუნდის და „ლივერპულის“ კარის დარაჯმა თავის ფეისბუქის გვერდზე.
ლაშა თაბაგარი





