ზურიკო დავითაშვილის მიერ მე-9 ტურში „ოსერის“ კარში გატანილი გოლი ლიგა 1-ში 2024-2025 წლების სეზონში საუკეთესოდ დაასახელეს. ამის შესახებ ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომელზეც ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს მხარი ყველაზე მეტმა გულშემატკივარმა დაუჭირა.
„ოსერთან“ შეხვედრაში „სენტ-ეტიენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფინტებით თავგზა ორ მცველს აუბნია და დაახლოებით 18 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. მან ნახსენებ შეხვედრაში სამი ბურთი შეაგდო.
ცნობისთვის, სეზონის საუკეთესო გოლზე პსჟ-ს ფორვარდ ხვიჩა კვარაცხელიას „ანჟერის“ კარში, ხოლო „ლიონის“ თავმსხმელ გიორგი მიქაუტაძის „მონაკოსთვის“ გატანილი ბურთიც წარადგინეს.
თავის სადებიუტო სეზონში დავითაშვილმა ლიგა 1-ში 33-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენი“ ქვედა ლიგაში გავარდა.
ლაშა თაბაგარი
