„ჰაიდენჰაიმს“, რომელსაც ბუდუ ზივზივაძე ზამთარში შეუერთდა, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება პლეი-აუტში მოუწევს.
ბოლო ტურში „ჰაიდენჰაიმს“ შინ ბრემენის „ვერდერთან“ აუცილებლად მოგება სჭორდებოდა, მაგრამ 1:4 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. ზივზივაძემ პირველ ბუნდესლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
„ჰაიდენჰაიმმა“ 29 ქულით რეგულარული სეზონი 18 გუნდში მე-16 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მე-2 ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი
