წიტაიშვილის გოლი და ტრავმა

0
7

გიორგი წიტაიშვილმა „გრანადას“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-6 გოლი გაიტანა. მე-40 ტურში ლა ლიგაში დაბრუნებისთვის მებრძოლი გრანადელებმა სტუმრად „დეპორტივო“ 3:2 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო 28-ე წუთზე კარგად ისარგებლა მასპინძლების მცველის და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით, რის შემდეგ საჯარიმოს გარეთ გამოსულ ხერმან პარენოს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 0:2. წიტაიშვილმა 79-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მან 34 მატჩში 6 გოლის გატანის გარდა, 3 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი