საქართველოს ნაკრების ფორვარდი, 24 წლის ხვიჩა კვარაცხელია მე-14 მოთამაშე გახდა, რომელმაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ ფეხბურთელთაგან უმრავლესობამ (10) საფრანგეთში საჩემპიონო ტიტული პსჟ-ში გამოსვლისას მოიპოვა.
ფეხბურთელები, რომლებმაც იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგეს:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერი“/„მილანი“, პსჟ)
ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“, პსჟ)
ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, პსჟ)
აშრაფ ჰაკიმი („ინტერი“, პსჟ)
კინგსლი კომანი („იუვენტუსი“, პსჟ)
ბლეზ მატუიდი („იუვენტუსი“, პსჟ)
მაქსველი („ინტერი“, პსჟ)
დანი ალვეში („იუვენტუსი“, პსჟ)
ტიაგო მოტა („ინტერი“, პსჟ)
ჟან-პიერ პაპენი („მილანი“, „მარსელი“)
დავიდ ტრეზეგე („იუვენტუსი“, „მონაკო“)
ოლივერ ბირჰოფი („მილანი“, „მონაკო“)
დიდიე დეშამი („იუვენტუსი“, „მარსელი“)
ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, პსჟ)
კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში კიდევ სამი ტიტულის დაუფლების შანსი აქვს – „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის თასის ფინალშია გასული, ასევე აშშ-ში ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
