ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
მე-7 ტურში „შანდუნი“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ქინდაოს“ შეხვდა და 5:1 დაამარცხა. ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ კარის წინ მყოფმა ერთი შეხებით გაიტანა – 0:2. 75-ე წუთზე ყაზაიშვილის გადაცემა კრიზანმა გამოიყენა – 0:3. მან შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში თავის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად, 3 შედეგიანი პასი ჩაიწერა. „შანდუნი“ 16 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
