ვოლკოვმა გოლების რაოდენობა დაამრგვალა

0
12

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში მაღალ დონეზე კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. 29-ე ტურში „ლიონმა“ სტუმრად „ოსერი“ 3:1 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. შეხევდრის 54-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი მიქაუტაძე გაექცა მეაკრეს, რომელმაც წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ქართველმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 0:1. 75-ე წუთზე მას დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, როდესაც მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ახლო კუთხეში დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. 84-ე წუთზე მიქაუტაძემ „ოსერის“ საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო, ერთ მცველს გაცდა და მარცხნიდან პასი ლაკაზეტს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე შეცვალეს. მიქაუტაძემ, რომელიც „ლიონში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ჩემპიონატში 29-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა. მან საფრანგეთის თასზე 2 შეხვედრაში 2 ბურთი შეაგდო. მიქაუტაძემ ევროპა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, თან 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლაშა თაბაგარი