„სევილიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში სტუმრად გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ 0:1 წაგების შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან ხავიერ გარსია პიმიენტა დაითხოვეს. მის მაგივრად გუნდს სეზონს 69 წლის ხოაკინ კაპაროსი დაასრულებინებს. მასთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალებს სევილიელთა პრესსამსახური არ აკონკრეტებს.
კაპაროსი „სევილიაში“ 2000-2005 და 2017-2019 წლების სეზონში უკვე მუშაობდა, ის 2020-2022 წლებში სომხეთის ეროვნული გუნდს წვრთნიდა, რომლიდან წამოსვლის შემდეგ „სევილიაში“ დანიშვნამდე უმუშევარი იყო. „სევილია“ 36 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





