ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა, რადგან მისმა სან ანტონიომ 82 მატჩიდან მხოლოდ 34 მოიგო და პლეი ოფში ვერ გავიდა.
სეზონის ბოლო მატჩში მამუკელაშვილი საკმაოდ შედეგიანი იყო. სან ანტონიომ ტორონტო 125:118 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა 19 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
მამუკელაშვილი მალე თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან კლუბთან კონტრაქტი ერთი სეზონი აკავშირებდა.





