ბათუმის „დინამომ“ „სამგურალს“ შანსი არ მისცა

0
56

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტური ბათუმში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
შეხვედრის მე-8 წუთზე ალბანელმა უერდი მარამ წყალტუბოელთა საჯარიმოში გახსნილი ლუკა წულუკიძე მოძებნა, რომელმაც ბურთი მუხლით ერთი შეხებით მიიღო, ხოლო მეორეთი ანგარიში გახსნა – 1:0.
87-ე წუთზე ლიტველმა თავდამსხმელმა გიტის პაულაუსკასმა მეტოქის ნახევარზე „სამგურალის“ ფეხბურთელთან ორთაბრძოლაში მოიპოვა ბურთი და „კედელი“ ჯალენ ბლესასთან გაითამაშა, რის შემდეგ, ერთ მეურვეს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესულმა კარში ზუსტად დაარტყა – 2:0. მან საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს საჯარიმოს გარედან “სამგურალის” კაპიტნის დემურ ჩიხლაძის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ლუკა ხორხელის დამატებული მეკარე ლუკა ხარატიშვილმა გაანეიტრალა.
ბათუმის „დინამო“ 18 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ „იბერიას“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო იტალიელი როდოლფო ვანოლის გაწვრთნილი „სამგურალი“ 8 ქულით მეშვიდეა.
დინამო ბთ 2:0 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი