ქვილითაიას გუნდი საჩემპიონო რბოლაში ჩამორჩა

0
27

კვიპროსის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ლიმასოლის „არისმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. საჩემპიონო ჯგუფის მე-4 ტურში გიორგი ქვილითაიას გუნდი სტუმრად ნიქოზიას „ომონიას“ დაუპირისპირდა და შინ უქულოდ დაბრუნდა – 1:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე რუსი კოკორინის ნაცვლად ჩაერთო. „არისმა“ ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღო და 65 ქულით მეორე ადგილზეა – ლიდერ „პაფოსს“ უკვე 6 ქულით ჩამორჩა.
აპოელმა გასვლაზე „პაფოსს“ 1:0 აჯობა და ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი განაცხადში ისევ არ იყო. აპოელი 47 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი