უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში, დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, „ვერესი“ მიიღო და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში უკრაინის ჩემპიონატში მე-10 შეხვედრა ჩაატარა. სტუმართა განაცხადში ნახევარმცველი გიორგი კუცია იყო, რომელიც თამაშში არ ჩართულა. მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 47 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა და ლიდერ კიევის „დინამოს“ 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ოლექსანდრიას“ – ექვსით.
შვეიცარიის სუპერლიგის 31 ტურში „ბაზელმა“ შინ „ლუგანო“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა მასპინძლების თადარიგში იყო და მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. „ბაზელი“ 55 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
