ივან იურიჩი „საუთჰემტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ Sky Sports იუწყება.
ფეხბურთის ხორვატი სპეციალისტის გუნდს სათავეში 2024 წლის დეკემბერში ჩაუგდა და 108 დღე იმუშავა. მიმდინარე სეზონს საუთჰემტონელებს საიმონ რასკი ჩაამთავრებინებს.
6 აპრილს ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში „საუთჰემპტონი“ ლონდონის „ტოტენჰემთან“ 1:3 დამარცხდა და მომავალ სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებს – 10 ქულით სატურნირო ცხრილშე ბოლო მე-20 ადგილზეა.
პრემიერლიგის ისტორიაში „საუთჰემპტონი“ ყველაზე სწრაფად გავარდა – სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე. მანამდე, რეკორდი „დერბი ქაუნთის“ და „ჰადერსფილდს“ ეკუთვნოდათ, რომლებიც ინგლისური ფეხბურთის ელიტას ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე დაემშვიდობნენ.
ლაშა თაბაგარი
