ტურის ცენტრალური დაპირისპირება ფრედ დასრულდა

0
67

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი გორში შედგა, სადაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმელები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ალბანელი უერდი მარას გადაცემის შემდეგ, ესპანელი ჯალენ ბლესა საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
79-ე წუთზე პორტუგალიელი ნუნუ კოშტას შეგირდება ანგარიში გაათანაბრეს – ირაკლი ბუღრიძემ კუთხური ჩააწოდა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა. ბათუმის „დინამო“ ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია. ბათუმელები 12 ქულით მეორე ადგილზე არიან, ხოლო “დილა” 11 ქულით მესამეა.
დილა 1:1 დინამო ბთ

ლაშა თაბაგარი