„ელ კლასიკო“ ესპანეთის თასის ფინალში

0
28

ესპანეთის თასის ფინალის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ 1:0 დაამარცხა და ვინაიდან პირველი დაპირისპირება 4:4 დასრულდა, გერმანელი ჰანსი ფლიკის გაწვრთნილები ფინალში გავიდნენ. მადრიდში ჩატარებულ მატჩში ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა.
26 აპრილს სევილიას ოლიმპიურ სტადიონზე „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა, რომელმაც ორრაუნდიან ბრზოლაში სან სებასტიანის „რეალ სოსიედადს“ აჯობა. ფლიკმა თავის სადებიუტო სეზონში „ბარსა“ ფინალში გაიყვანა.
„ბარსელონა“ თასის ფინალში 43-ედ გავიდა, რაც რეკორდია. „რეალი“ ფინალში 41-ედ ითამაშებს, ხოლო ამ მაჩვენებლთ მესამე ადგილზე ბილბაოს „ატლეტიკია“, რომელსაც ფინალში 40-ჯერ უასპარეზია.
„ბარსელონა“ ესპანეთის თასს 31-ჯერ ფლობდა, „ატლეტიკი“ – 24-ჯერ, ხოლო „რეალი“ – 20-ჯერ.
ლაშა თაბაგარი