„პანსერაიკოსმა“, სადაც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის ლიგაში დასარჩენ ჯგუფში პირველი თამაში შინ „ლამიასთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა ანგარიში 67-ე წუთზე გახსნეხ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 78-ე პენალტიდან გაიტანეს. „პანსერაიკოსი“ 29 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზეა.
არადიპოუს „ომონიამ“, რომელიც კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, მე-2 ტურში გასვლაზე „პარალიმნისთან“ 0:1 წააგო. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ ორი ტაიმი ითამაშა. მან ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გაუშვა. მასპინძლებში მოედანზე 90 წუთი ქართველმა თავდამსხმელმა ზურაბ მუსელიანმა გაატარა, რომელმაც 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ომონია“ 26 ქულით 8-გუნდიან ჯგუფში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი




