ლევან შენგელიამ ოფი-ს შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში მე-8 საგოლე პასი გააკეთა. კონფერენს ლიგაში მოსახვედრ ოთხგუნდიან ჯგუფში ოფი-მ პირველი თამაში შინ „ატრომიტოსთან“ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-12 წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ და საგოლე გადაცემა ნუსს მისცა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. მან 8 შედეგიანი პასის გარდა, 2 გოლი მიითვალა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მე-3 ტურში „სლოვანმა“ „პოდბერეზოვა“ მიიღო და 3:1 აჯობა. ბრატისლაველებში ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 56 ქულით ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
