მარკო როზე „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
48 წლის სპეციალისტი „ლაიფციგს“ 2022 წლის სექტემბრიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმს გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, „ლაიფციგი“ 42 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
გერმანელი სპეციალისტი „ლაიფციგამდე“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
