სიმონე ინძაგი იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელი Panchina d’oro-ს („ოქროს სკამი“) 33-ე ყოველწლიურ პრემიას დაეუფლა, რომელსაც ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელს მისი კოლეგების ვერსიით გადასცემენ.
ინძაგიმ 26 ხმა მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ბერგამოს „ატალანტას“ თავკაცი ჯან პიერო გასპერინი გავიდა 14 ხმით. მესამე ადგილი „ბოლონიას“ დამრიგებელმა ვინჩენცო იტალიანომ (4 ხმა) დაიკავა.
გასულ სეზონში „ინტერი“ იტალიის ჩემპიონი გახდა და მეორე ადგილზე გასულ „მილანს“ 19 ქულით გაასწრო.
ლაშა თაბაგარი
