„ლევანტემ“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და თავისი გუნდის წარმატებაში გიორგი ქოჩორაშვილმა წვლილი ისევ შეიტანა.
31-ე ტურში ვალენსიელები სტუმრად „უესკას“ შეხვდნენ და 2:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 87-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქოჩორაშვილის გადაცემის შემდეგ ალექს ფორესმა გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:2.
„ლევანტ“ 56 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა და ლა ლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვს.
მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილის ანგარიშზე სეგუნდა დივიზიონში ჩატარებულ 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
