ქუთაისის “ტორპედოს”, რომელიც ახალი სეზონისთვის ესპანეთში ემზადება, 19 წლის ფრანგი ნახევარმცველი კისლეი ზიტა შეურთდა. ამის შესახებ “ტორპედოს” პრესსამსახური იუწყება.
“19 წლის ფრანგი ნახევარმცველი კისლეი ზიტა ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ზიტა „ტორპედომ“ „ლილიდან“ გამოისყიდა. ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიხედვით, შემდეგი ტრანსფერიდან „ლილს“ ეკონომიკური უფლებების 30% დარჩება.
„ტორპედოს“ ახალწვეული სწორედ „ლილის“ აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ეს უკანასკნელი ყველა ასაკობრივის გამორჩეული ლიდერიც გახლდათ.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა”.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი
